20 ნოემბერი 2024,   03:01
ვრცლად
6 აგვისტოს, 02:00 საათიდან 05:00 საათამდე, რიკოთის უღელტეხილზე ორივე მიმართულებით ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 აგვისტოს, 02:00 საათიდან 05:00 საათამდე, რიკოთის უღელტეხილზე, ორივე მიმართულებით ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება აიკრძალება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 6 აგვისტოს, 02:00 საათიდან 05:00 საათამდე, უღელტეხილზე, ორივე მიმართულებით ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება აიკრძალება.

ასევე, გაცნობებთ, რომ დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე-გომის მიმამრთულებით, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები - გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით,"-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები