09 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
ბრიუსელში გადაწყდება, ჩამოეჭრება თუ არა საბერძნეთს ვალის 30%

ბრიუსელში ევროჯგუფი საბერძნეთის კრიზისზე მსჯელობს. შეხვედრას საბერძნეთის ახლადდანიშნული ფინანსთა მინისტრი ესწრება, რომელიც ევროპელ კოლეგებს ახალ წინადადებას უშუალოდ აცნობს.

სავარაუდოდ, გეგმაში შეტანილი იქნება ვალის 30%-ით შემცირების მოთხოვნაც.

„ევროჯგუფის პერსპექტივა არ არის ვალების ჩამოწერაზე გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ ვმსჯელობთ შემდგომ ნაბიჯებზე,“ - განაცხადა ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში, პიერ მოსკოვოცმა.

საბერძნეთში შექმნილ ვითარებაზე საფრანგეთი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს შეთანხმების მისაღებად. გერმანიას კი უფრო მკაცრი პოზიცია აქვს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ევროზონის ლიდერებმა უნდა მიიღონ, რომლებიც ფინანსთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ საგანგებო სამიტზე შეიკრიბებიან.

 
დღის ამბები