იმერეთის რეგიონში, ტყიბულში საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. იმუნიზაციის პროცესში ჩართულები არიან როგორც მოქალაქეები, ისე საჯარო მოხელეები.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა. თემურ ჩუბინიძემ, ჩინური წარმოების "სინოფარმის" ვაქცინის მეორე დოზა სამედიცინო კორპორაცია ევექსის ტყიბულის კლინიკაში გაიკეთა. სინოფარმის ვაქცინით, ასევე, აიცრნენ მერიის სხვა თანამშრომლები.
არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ, დაიცვან რეგულაციები და აქტიურად ჩაერთონ მასობრივი იმუნიზაციის პროცესში.