საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს რეგიონებში. მოქალაქეების აცრა უკვე დაიწყო სოფლებშიც, მოსახლეობა ამბულატორიებში იცრება.
იმერეთის რეგიონში ადგილობრივებს აცრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უტარდებათ. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ქუთაისში საჯაროდ აიცრა.