26 აპრილი 2024,   09:01
ვრცლად
უბედური შემთხვევა გურჯაანში - 62 წლის მამაკაცი საკანალიზაციო ჭაში უჟანგბადობის გამო გაიგუდა

უბედური შემთხვევა გურჯაანში. სოფელ ბაკურციხეში გზაზე არსებულ საკანალიზაციო ჭაში 62 წლის კაცი უჟანგბადობის გამო გაიგუდა, მისი შვილი კი სამაშველო სამსახურმა უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, წყლის სისტემის ჩასართველად რამდენიმე მეტრის სიღრმის ჭაში თავდაპირველად შუახნის კაცი ჩავიდა და ამოსვლას ვერ ახერხებდა, დახმარება შვილმა სცადა, თუმცა ვერ შეძლო.

40 წლამდე კაცი გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული.

დღის ამბები