09 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
საბერძნეთში ქართველი ემიგრანტები საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობის გამო საყვედურობენ

საბერძნეთში 200 ათასი ქართველიდან უმეტესობა საქართველოში დაბრუნებას ფიქრობს.

ამის შესახებ გადაცემა არჩევანში ათენის ქართველ ემიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ გიუნაშვილმა, ისაუბრა.

მისი თქმით, დღეს ხელისუფლება საბერძნეთიდან გადმორიცხული თანხების შემცირებაზე უფრო წუხს, ვიდრე ქართველ ემიგრანტებზე.

"მეწველი ძროხა ჰგონია ხელისუფლებას ემიგრანტები და, როდესაც ფული შემოაკლდებათ, მაშინ ახსენდებათ. ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს საერთაშორისო მიგრაციის დეპარტამენტი საერთოდ არ მუშაობს. მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო სრული უყურადღებობა," - აცხადებს გინუაშვილი.

 

 
დღის ამბები