09 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
სახელმწიფო სწორ ნაბიჯებს დგამს - სესიაშვილი ემიგრაციაზე

საქართველოში ისეთი პროცესების განვითარების საფრთხეს, როგორიც დღეს საბერძნეთში ხდება, სახელისუფლებო გუნდი არ იზიარებს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, გადაცემა არჩევანში საუბრისას ამბობს, რომ ასეთი სურათის წარმოჩენას ოპოზიცია ცდილობს.

„ოპოზიცია და აპოკალიფსის დამქაშები ცდილობენ ქვეყანაში არსებული ვითარების მუქ ფერებში წარმოჩენას. ცხადია, რომ ვითარება რეგიონში ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ რთულია და აისახება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მათ შორის ჩვენს ემიგრანტებზე, რაზეც ვწუხვართ,“ - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

მან ხელისუფლების მხრიდან ემიგრანტებზე სტრატეგიის დოკუმენტზე დაწყებულ მუშაობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ დოკუმენტი მალე დასრულდება და მოხდება დიასპორებთან ურთიერთობის სისტემატიზაცია.

 
დღის ამბები