რეგულაციების დარღვევის გამო, ბოლო 72 საათში ქვეყნის მასშტაბით 23 ობიექტი დაჯარიმდა. მათ შორის 11 იურიდიული და 12 ფიზიკური პირი.
შრომის ინსპექციამ, მონიტორინგის შედეგად, დარღვევის განმეორების გამო რამდენიმე დაწესებულება დალუქა. უწყება კოვიდპანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვების აღსრულების მიზნით, მკაცრ კონტროლს განაგრძობს.