02 მაისი 2024,   17:07
ვრცლად
სროლა დიდ ბრიტანეთში - 6 გარდაცვლილს შორის თავდამსხმელი და მცირეწლოვანი ბავშვიც არიან

დიდ ბრიტანეთში, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის თავდამსხმელი და მცირეწლოვანი ბავშვიც არიან.

ინციდენტი ქალაქ პლიმუთში მოხდა. პოლიციის განცხადებით, შემთხვევა ტერორიზმს არ უკავშირდება.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, სიმშვიდე შეინარჩუნონ და პოლიციის მითითებებს დაემორჩილონ. სროლის მოტივი უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები