20 ნოემბერი 2024,   03:21
ვრცლად
აკაკი წერეთლის სახელობის პარკის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობამ აკაკი წერეთლის სახელობის პარკის სრული რეაბილიტაცია დაასრულა.

პარკის ტერიტორიაზე მოეწყო დეკორატიული ბილიკები, გარე განათების სისტემა, საჩრდილობლები, დამონტაჟდა საპარკე ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაციის ფარგლებში, ჩატარდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები.

პარკის სრული რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 903 600 ლარს შეადგენს.
დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი, კახა კალაძე გაეცნო.

დღის ამბები