09 ოქტომბერი 2024,   02:22
ვრცლად
ახალი სამოქმედო გეგმის წარსადგენად საბერძნეთს ერთი დღის ვადა აქვს

ახალი სამოქმედო გეგმის წარსადგენად საბერძნეთს ბრიუსელში ევროკავშირის საგანგებო სამიტზე ვადა ერთი დღით გადაუწიეს. ქვეყნის პრემიერმა ალექსის ციპრასმა ხვალ დილის 9-ის ნახევარზე უნდა წარადგინოს წინადადებების პაკეტი, სადაც გაწერილი უნდა იყოს, არა მხოლოდ მისი კონკრეტული შეთავაზება ევროკავშირის ანტიკრიზისული ფონდისათვის, არამედ ქვეყანაში ჩასატარებლი რეფორმების გეგმის თაობაზე.

უკვე 12 ივლისს ბრიუსელში შეიკრიბებიან, არა მხოლოდ ევროზონის წევრი ქვეყნების, არამედ ევროკავშირის 28-ვე ქვეყნის ლიდერები, სადაც საბოლოოდ მიიღებენ გადაწყვეტილებას საბერძნეთთან დაკავშირებით.

 
დღის ამბები