19 აპრილი 2024,   22:41
ვრცლად
COVID-19 მსოფლიოში - ინფიცირების მზარდი მაჩვენებლის პარალელურად არაერთმა ქვეყანამ შეზღუდვები გაამკაცრა

მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებელმა 206 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 4 მილიონს აღემატება. ექსპერტები ვირუსის სწრაფად გავრცელებას დელტა შტამს უკავშირებენ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სამეცნიერო საზოგადოებასთან ერთად ვირუსის წარმოშობის დასადგენად მუშაობენ, რათა მომავალში უკეთ მომზადებულები იყვნენ. ინფიცირების მზარდი მაჩვენებლის პარალელურად არაერთმა ქვეყანამ შეზღუდვები გაამკაცრა. ისრაელი, რომელიც ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა კოვიდთან ბრძოლაში, ახალი პრეპარატის გამოცდის პროცესშია. თუმცა ეს ამბავი მდგომარეობას არ უმსუბუქებს დანარჩენ ქვეყნებს.

ავსტრალიაში, სადაც გარკვეული პერიოდი კორონავირუსის შემთხვევები აღარ ფიქსირდებოდა, კვლავ ებრძვის ვირუსს და მკაცრ ლოკდაუნს აწესებს. მძიმე ვითარებაა ირანსა და ევროპის წამყვან ქვეყნებშიც.

დღის ამბები