09 ოქტომბერი 2024,   02:21
ვრცლად
საბერძნეთში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება

საბერძნეთში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება - მოსახლეობა კვირის ბოლოს მთავრობისგან ევროპელ კრედიტორებთან ახალი შეთანხმების მიღწევას ელოდება.

ქვეყანაში ისევ დახურულია ბანკები, რამაც შესაძლოა მედიკამენტების დეფიციტი გამოიწვიოს. ბანკების მიერ გარკვეული ლიმიტების შემოღებამ სამედიცინო ნაწარმის მიმწოდებლები აიძულა გარკვეული კვოტები დაეწესებინა, რათა თავიდან აეცილებინა მარაგის რამდენიმე დღეში ამოწურვის რეალური საფრთხე.

წამლების საერთაშორისო მიმწოდებლები აცხადებენ, რომ გააგრძელებენ საბერძნეთში პროდუქციის შეტანას მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული კომპანიების დავალიანება ერთ მილიარდ ევროს აღემატება.

 
დღის ამბები