09 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
12 ივლისს ბრიუსელში გადაწყდება ევროკავშირის და საბერძნეთის მომავალი

4 დღე დარჩა ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებამდე-ბერძნულ მხარეს ვადა ხვალ დილის 9-ის ნახევრამდე მისცეს.

ქვეყნის პრემიერმა ალექსის ციპრასმა ხვალ დილის 9-ის ნახევარზე უნდა წარადგინოს წინადადებების პაკეტი, სადაც კონკრეტულად უნდა იყოს გაწერილი ასევე ჩასატარებელი რეფორმების გეგმა.

12 ივლისს, ბრიუსელში შეიკრიბება არა მხოლოდ ევროზონის წევრი, არამედ მთელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და სწორედ ამ დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას თუ როგორ გაგრძელდება ურთიერთობა ევროკავშირისა და საბერძნეთს შორის.

საბერძნეთის პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, თუ რას ფიქრობს იმ შემოთავაზებებზე, რაც ევროკავშირს საბერძნეთის მიმართ გააჩნია.

„ბერძნული მხარე, რომელსაც მხარს უჭერს ბერძენი ხალხის უმრავლესობა, გააგრძელებს მუშაობას შეთანხმების მისაღწევად, რომელიც წერტილს დაუსვამს დისკუსიას საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვების შესახებ და საშუალებას მოგვცემს თავი დავაღწიოთ ამ კრიზისს,“ - განაცხადა ალექსის ციპრასმა. 

 
დღის ამბები