20 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
"ბოდიში დაგვიანებისთვის" - 10 000 ლარად გადაღებული ფილმის შთაგონება ქუთაისში მომხდარი ნამდვილი ამბავი გახდა

ლუკა ბერაძის მხატვრული ფილმი - "ბოდიში დაგვიანებისთვის" შთაგონება ქუთაისში მომხდარი ნამდვილი ამბავი გახდა. ეს არის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელის ბიუჯეტიც 10,000 ლარს შეადგენს. ამ მცირე, თითქმის არარსებული ფინანსური რესურსის მიუხედავად ავტორებმა ერთობლივი ძალებითა და მეგობრების დახმარებით კინო-სურათის გადაღებაც, დასრულებაც და პოსტ პროდუქციაც მოახერხეს.

სულ მალე ფილმი საფესტივალო ცხოვრებას დაიწყებს. ფილმის ავტორებს უკვე აქვთ მოლაპარაკებები რამდენიმე მნიშვნელოვან ევროპულ ორგანიზაციასთან. მანამდე კი კინო-სურათს ბათუმის კინოფესტივალზე აჩვენებენ.

დღის ამბები