20 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
პირველ დოზებზე მოსახლეობის აქტივობა უნდა გაიზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება ეპიდემიის კონტროლი - თამარ გაბუნია

ვირუსის დამარცხების და გარდაცვალების შემცირების მთავარ მექანიზმად მედიკოსები ვაქცინაციას მიიჩნევენ. ბოლო მონაცემებით, ერთი დოზით მაინც საქართველოში 850 000-ზე მეტი ადამიანია აცრილი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მოსახლეობის აქტივობა ვაქცინაციის პირველ დოზებზე უნდა გაიზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანდაცვის სფეროს ეპიდემიის კონტროლი გაუჭირდება.

"პირველ დოზებზე მოსახლეობის აქტივობა უნდა გაიზარდოს, რადგან ჩვენ წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება ეპიდემიის კონტროლი ასეთი ტემპით გაგრძელების შემთხვევაში. პირობა ყველანაირად არის შექმნილი. გახსნილია საკმარისი რაოდენობის ცენტრები, ქუთაისშიც გაიხსნება უკვე მალე.

გარკვეულად აღმოჩნდა, რომ ადმინისტრაციული ბარიერია მაინც რეგისტრაციის საჭიროება, ამდენად აქ უკვე თავისუფლად შეიძლება მოვიდეს ყველა და ჩაიტაროს აცრა," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები