24 აპრილი 2024,   03:30
ვრცლად
ხელოვნების ნიმუშების შეხებით, ბგერითა და სუნით აღქმა - ნიდერლანდებში განსხვავებული გამოფენა გაიხსნა

ნიდერლანდებში ურტრეხტის ცენტრალურმა მუზეუმმა გამოფენა სახელწოდებით "The blind spot" დაიწყო, რათა მხედველობადაქვეითებულ ადამიანებსაც ჰქონოდათ შესაძლებლობა დამტკბარიყვნენ ხელოვნების ნიმუშებით.

The blind spot დაფუძნებულია არსებულ ნახატებზე მაგრამ მას აქვს დამატებითი განზომილებები, როგორიცაა ბგერა და სუნი - ყველის არომატის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ დამთვალიერებლებს შეუძლიათ შეხებით აღიქვან ხელოვნების ნიმუშები.

იმ ადამიანებს კი, რომლებსაც მხედველობის პრობლემა არ აქვთ, თვალებზე აფარებენ, რათა ნიდერლანდელი მხატვრის ფლორის ვან დაიკის 1613 წელს შექმნილი ტილო "ცხოვრება ხილთან" განსხვავებულად შეიგრძნონ.

დღის ამბები