04 მაისი 2024,   23:42
ვრცლად
აშშ-ში უცნობმა მამაკაცმა ბებია და შვილიშვილი მოკლა

შეერთებულ შტატებში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ინდიანას შტატში მოხდა. 26 წლის მამაკაცმა ერთ-ერთი საწარმოს პარკინგის ტერიტორიაზე ცეცხლი გაუხსნა 2 თანამშრომელ ქალს. გარდაცვლილები 21 წლის და 62 წლის ბებია და შვილიშვილი არიან.

დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება შეძლო. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.


 

დღის ამბები