07 მაისი 2024,   08:47
ვრცლად
ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვედრა 31 აგვისტოს შედგება

ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვედრა 31 აგვისტოს შედგება. უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა 30 აგვიტოს უნდა გამართულიო, თუმცა ის ერთი დღით გადაიწია. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულება განმარტავს, რომ აღნიშნული უკავშირდება უკრაინელი ლიდერის ვიზიტის პროგრამის გაფართოებას, რომელიც ახლა უკვე პრეზიდენტებს შორის პირისპირ მოლაპარაკებებსაც ითვალისწინებს.

"ვიზიტის პროგრამის ელემენტების გაფართოებასთან დაკავშირებით, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა 31 აგვისტოს შედგება. შეერთებულ შტატებთან შევთანხმდით, რომ ეს თარიღი ერთი დღით გადაგვედო იმის გამო, რომ ლიდერების შეხვედრის ფორმატი გაფართოვდა და ახლა არა მხოლოდ დელეგაციების შეხვედრას, არამედ პირისპირ დიალოგსაც ითვალისწინებს," – განაცხადა კულებამ.

დღის ამბები