20 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
ბრძოლა სუნთქვისთვის და გადარჩენისთვის - "კურიერის" ექსკლუზიური კადრები რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციიდან

საქართველოში კორონავირუსმა კიდევ 58 სიცოცხლე შეიწირა - ეს გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ეპიდვითარება არის საგანგაშო, მხოლოდ აგვისტოს დასაწყისიდან კოვიდინფექციამ უკვე 770 ადამიანი იმსხვერპლა.

ამ ციფრების უკან არის ბრძოლის ამდენივე ისტორია - ერთ- ერთის თვითმხილველი დღეს "კურიერის" გადამღები ჯგუფი გახდა. კოვიდთან ბრძოლაში მათ თვალწინ კიდევ ერთი პაციენტი დამარცხდა.

"კურიერმა" ექსკლუზიურად გადაიღო რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილება, სადაც ექიმები პაციენტებს თითოეულ ამოსუნთქვაში ეხმარებიან და ამოსუნთქვას სთხოვენ. 

დღის ამბები