ოლიმპიური ჩემპიონის ადვოკატები პატიმრობის გადაწყვეტილებას ხვალ გაასაჩივრებენ, იქამდე ზურაბ ზვიადაური სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება.
ის ძმის დაკრძალვაზე დღეს ბადრაგის თანხლებით მიიყვანეს.
იქამდე გაიმართა სასამართლო სხდომა, სადაც ზვიადაურს თავდებად ოლიმპიური ჩემპიონები უდგებოდნენ - მათ შორის ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური.
მოსამართლემ გირაოს და გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.