ოპოზიციური პარტიების მერობის საერთო კანდიდატი ლანჩხუთში პოლიტიკური გაერთიანება "ტრიბუნას" წევრი, უფლებადამცველი ლია მუხაშავრია იქნება.
მუხაშავრიამ დღეს ლანჩხუთის ცენტრალურ პარკში პარტიის საარჩევნო სია წარადგინა და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელთა მოგვარებასაც მერად არჩევის შემთხვევაში დაიწყებს.
ლია მუხაშავრიას განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში, ის ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, ინტერნეტის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში არსებული სხვა არაერთი პრობლემის მოგვარებას ეცდება.
ლია მუხაშავრია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა: "ტრიბუნა," "ევროპული საქართველო", "ნაციონალური მოძრაობა", “ლელო", "გირჩი-მეტი თავისუფლება" და "ნინო ბურჯანაძე- ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობა".