20 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
საქართველოში აცრების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვაქცინაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 აგვისტოს აიცრა 28 555 პირი.

"COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის თითოეულ მოქალაქეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისათვის და ვიმედოვნებთ, რომ ვაქცინირებულთა რიცხვი ყოველდღიურად კიდევ უფრო გაიზრდება

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522 ან 144-3" - ნათქვამია NCDC-ს განცხადებაში.

დღის ამბები