იმუნიზაციის პროცესი დედაქალაქის გარდა, რეგიონებშიც გრძელდება. გორში სოფელ ხურვალეთში მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარები Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინით აიცრნენ.
იმუნიზაციის პროცესი პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობდა. ბენეფიციარებს ექიმები დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ხანდაზმულები თავს კარგად გრძნობენ და აცრის შემდეგ მათ გართულებები არ ჰქონიათ.