შვეიცარიის ალპებში მდებარე ქალაქ სიონის მთავარ საკათედრო ტაძარში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ "რუსთავის" მომღერლებმა კონცერტი გამართეს.
კოვიდპანდემიის მიუხედავად, ქართული პოლიფონიის მოსასმენად უამრავმა მსმენელმა მოიყარა თავი. მათ შორის იყვნენ შვეიცარიაში მცხოვრები ემიგრანტებიც.
მსმენელის წინაშე მომღერლებმა ტრადიციული პროგრამის გარდა, კომპოზიტორ გია ყანჩელის ნაწარმოები "წუთისოფელი" მსოფლიოში ცნობილ მევიოლინეებთან, პაველ ვერნიკოვთან და სვეტლანა მაკარობვასთან ერთად შეასრულეს.