09 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
"მკაცრმა ეკონომიკურმა ზომებმა საბერძნეთი ლაბორატორიად აქცია,"-ალექსის ციპრასი

დებატები სტრასბურგში–გუშინდელი სამიტის შემდეგ ალექსის ციპრასმა სიტყვით ევროპარლამენტარებს მიმართა და მოუწოდა, არ დაუშვან ევროკავშირის დაყოფა. მის გამოსვლას დარბაზში ევროპარლამენტართა უკმაყოფილო შეძახილებიც და მხარდამჭერი განცხადებებიც ახლდა თან. ალექსის ციპრასმა ევროკავშირის ანტიკრიზისული პროგრამები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საბერძნეთი საცდელ ლაბორატორიად აქციეს.

"მინდა დავარწმუნო ევროპარლამენტი, რომ კრიზისის მიუხედავად ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების განხორციელებას. მოვითხოვთ ისეთი შეთანხმების მიღწევას ჩვენს მეზობლებთან, რომელიც ნიშანს მოგცემს, რომ გრძელვადიანი საფუძველი გვაქვს კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელიც გვაჩვენებს ასევე, რომ გვირაბის ბოლოს სინათლეს დავინახავთ. მკაცრმა ეკონომიკურმა ზომებმა საბერძნეთი ლაბორატორიად აქცია, თუმცა ყველა უნდა დავთანხმდეთ, რომ ეს ექსპერიმენტი წარუმატებელი აღმოჩნდა. ბერძენი ხალხი წინააღმდეგი წავიდა და ჩვენც უნდა მოვუსმინოთ, რაც მათ თქვეს,"-განაცხადა ალექსის ციპრასმა. 

 

ავტორი: თამარ ნუცუბიძე

 
ამავე თემაზე
დღის ამბები