09 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
"მოვუწოდებ ლიდერებს, შეეცადონ კონსესუსის მიღწევას საერთო წარმატებისთვის,"-დონალდ ტუსკი

გუშინდელი სამიტის შემდეგ ალექსის ციპრასმა სიტყვით ევროპარლამენტარებს მიმართა და მოუწოდა არ დაუშვან ევროკავშირის დაყოფა. ალექსის ციპრასმა ევროკავშირის ანტიკრიზისული პროგრამები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საბერძნეთი საცდელ ლაბორატორიად აქციეს. სიტყვით ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც გამოვიდა. 

"გუშინდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ის სირთულეები, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით. ვთხოვეთ პრემიერს წარმოედგინა მთავრობის ხედვა, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ქვეყნის განვითარებას. მოლაპარაკების ყველა მონაწილე იზიარებს პასუხისმგებლობას არსებულ სიტუაციაზე.

მოვუწოდებ ლიდერებს, შეეცადონ კონსესუსის მირწევას საერთო წარმატებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მოლაპარაკების დასრულების ნიშანი, ყველაზე ცუდი სცენარის ჩათვლით, სადაც ყველა დამარცხებული იქნება,"-განაცხადა დონალდ ტუსკიმ. 

 

ავტორი: თამარ ნუცუბიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები