20 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
საქართველოში კოვიდსსაწინააღმდეგო ვაქცინით 1 მილიონი აცრა ჩატარდა

საქართველოში კოვიდსსაწინააღმდეგო ვაქცინით 1 მილიონი აცრა ჩატარდა.

Stop.cov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში, კოვიდსაწინააღმდეგო აცრა კიდევ 30 077-მა პირმა გაიკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ კოვიდპანდემიის საწინააღმდეგო იმუნიზაციის ფარგლებში ჩატარებული აცრების ჯამური რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით - 1 010 096 გახდა.

მონაცემი მოიცავს 2 დოზით აცრილთა რაოდენობასაც.

საქართველოში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ამ ეტაპზე 57 840-ს შეადგენს.

დღის ამბები