30 აგვისტო 2026,   12:37
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმაში ბრალდებული დავით კუტალაძის პროცესი დღეს შედგება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმაში ბრალდებული დავით კუტალაძის პროცესი შედგება. ბრალდებულის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს და აპირებს მისი დარბაზიდან გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენოს.

დავით კუტალაძე სიძულვილის ჯგუფების ერთ-ერთი აქტიური წევრია. მას "ფეისბუკის" პირად გვერდზე ძალადობის მოწოდების შემცველი არაერთი ვიდეომიმართვა და მოწოდება უდევს.

"მიმაჩნია, რომ კუტალაძის მიმართ არ არსებობს არც ერთი კონკრეტული მტკიცებულება, შესაბამისად, ჩემი შუამდგომლობა იქნება გაუქმდეს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდეს სხდომათა დარბაზიდან. არც ერთგან, არც ერთ მონაკვეთში კუტალაძის მიერ ჩადენილი არ ფიქსირდება, არ არსებობს ირიბი ჩვენება ან მტკიცებულებაც კი კუტალაძის მიმართ," - განაცხადა ადვოკატმა ონისე მარგიანმა.

დღის ამბები