30 აგვისტო 2026,   14:14
ვრცლად
"სავარაუდოდ, მეწყერის სახით ჩამოსული ნატანის შედეგად მოხდა ხიდის მოშლა" - გიორგი გაზდელიანი ლენტეხის სტიქიაზე

"ხუთ საათზე ხიდი გავლადი უნდა იყოს", - ამის შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა სარმის დროებითი ხიდის მონტაჟთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის გადაადგილება, მაღალი განმავლობის ავტომობილებისთვის, შემოვლითი გზით არის შესაძლებელი.

"მუშაობა მიმდინარეობს. შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ხუთ საათზე ხიდი გავლადი უნდა იყოს.

ამ ეტაპისთვის, შემოვლითი გზით სარგებლობენ. მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის გადაადგილება უსაფრთხოა. გავლადია ყველა მიმართულებით. ველოდებით ცენტრალური საავტომობილო ხიდის აღდგენას.

სავარაუდოდ, მეწყერის სახით ჩამოსული ნატანის შედეგად მოხდა ხიდის მოშლა", - განაცხადა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გაზდელიანმა.

ცნობისთვის, ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სარმის დროებითი ხიდის მონტაჟი სრულდება. ლენტეხის სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტით გადაადგილება დღის მეორე ნახევარში შესაძლებელი იქნება.

კონსტრუქცია უკვე დამონტაჟებულია, ამ დროისთვის, ხიდთან მისასვლელი გზები ეწყობა. დამონტაჟდება უსაფრთხოების მოაჯირები და შესრულდება ექსპლუატაციაში შეყვანისთვის საჭირო დამატებითი ტექნიკური სამუშაოები.

დროებითი, ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე ტრანსპორტის გადაადგილებას უზრუნველყოფს. იქამდე კი მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება შემოვლითი გზით არის შესაძლებელი.

დღის ამბები