06 მაისი 2024,   09:59
ვრცლად
მკვდრეთით აღდგომის უშედეგო მცდელობა - ზამბიელი მოძღვარი ეკლესიის წევრებმა გაკოჭეს და ცოცხლად დამარხეს

ზამბიელი მოძღვარი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მისი მცდელობა, იესოს აღდგომა გაემეორებინა, კრახით დასრულდა. მოძღვარი მისივე თხოვნით, თოკებით შებმული ცოცხლად დამარხეს.

ზამბიის ერთ-ერთ ქალაქში 22 წლის მოძღვარმა ჯეიმს საკარამ ადამიანები დაარწმუნა, რომ მას შეუძლია 3 დღის შემდეგ იესოს მსგავსად მკვდრეთით აღდგეს და სთხოვა, რომ ის დაემარხათ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საკარამ ეკლესიის 3 წევრი დაარწმუნა, მას აღდგომის მცდელობაში და საფლავის ამოთხრაში დახმარებოდნენ.

მოძღვარს დამხმარეებმა ხელები გაუკოჭეს და ცოცხლად დამარხეს, სადაც ის 3 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. 3 დღის შემდეგ დაბრუნებულმა დამხმარეებმა მისი უსიცოცხლო სხეული აღმოაჩინეს და სასულიერო რიტუალების ჩატარება სცადეს, თუმცა, ცხადია, მისი გაცოცხლება ვერ მოხერხდა.

ეკლესიის სამი წევრიდან, რომლებიც მოძღვარს მკვდრეთით აღდგომის მცდელობაში ეხმარებოდნენ, ერთ-ერთი პოლიციას ჩაბარდა. დანარჩენი ორი კი ამ დრომდე იძებნება.

გარდაცვლილ ჯეიმს საკარას ფეხმძიმე ცოლი დარჩა.

დღის ამბები