16 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" სენაკის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ვახტანგ გადელია წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" სენაკის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ვახტანგ გადელია წარადგინა.

თავის მხრივ, მერობის კანდიდატმა წარადგინა თავისი გუნდი. საუბარია, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებზე, რომლებმაც თქვეს, რომ დღეიდან უკვე აქტიურად ჩაერთვებიან საარჩევნო კამპანიაში.

"რა თქმა უნდა, შეუძლებელია არ დააფასო ის ძალიან დიდი შრომა, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ გასწია იმისთვის, რომ დღეს სენაკი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით წინ ყოფილიყო, ვიდრე ეს იყო 2012 წელს. მიუხედავად ამისა, თქვენ ბევრად უფრო მეტს იმსახურებთ. ზუსტად ვიცი, რომ ჩემს წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევებია, თუმცა ისიც ვიცი, როგორ უნდა დავძლიო ისინი. როგორ უნდა გადავიყვანო ჩვენი მუნიციპალიტეტის თითოეული სოფელი და ქალაქი განვითარების ახალ ეტაპზე," - განაცხადა ვახტანგ გადელიამ.

დღის ამბები