10 სექტემბერი 2026,   11:29
ვრცლად
17 წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე ზუგდიდელმა ნათია გადელიამ სამი ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველ ძალოსანთა კიდევ ერთი ტრიუმფი პოლონეთში - 17 წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზუგდიდელმა ნათია გადელიამ სამი ოქროს მედალი მოიპოვა. ნათიამ ოქროს მედალი ატაცში 87 კილოგრამით დაისაკუთრა.

აკვრაში გადელიამ სამივე ცდა გამოიყენა და 117 კილოგრამით მეორე ოქროც მოიპოვა და ორჭიდის ჯამში 204 კილოგრამით ევროპის ჩემპიონი გახდა.

დღის ამბები