31 აგვისტო 2026,   17:10
ვრცლად
საჩხერეში "სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი" დასრულდა

"სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი" დასრულდა, რომელიც სამი კვირის განმავლობაში, პარალელურ რეჟიმში, საჩხერესა და ჭიათურაში განთავსებულ სასწავლო უბნებზე მიმდინარეობდა. სასწავლო პროგრამა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაიარეს.

ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცეს. ასევე, მათ მიიღეს შესაბამისი რეკომენდაცია, გადავიდნენ სამთო მომზადების შემდგომ ეტაპზე და გაიარონ "სამთო მომზადების ზაფხულის შუალედური კურსი".

დღის ამბები