ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობაზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო. მისი მეტოქე ამერიკელი სებასტიან კორდა იყო.
პირველი სეტი ნიკას სრული უპირატესობით წარიმართა და მისი გამარჯვებით - 6:2 დასრულდა. მეორე სეტში კორდამ სამედიცინო ტაიმ აუტი მოითხოვა, ექიმთან ხანმოკლე კონსულტაციის შემდეგ კი შეხვედრის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.