09 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
საბერძნეთში ბანკების იძულებითი უქმეები ორშაბათამდე გაგრძელდება

საბერძნეთში ბანკების იძულებითი უქმეები ორშაბათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ მიიღო, რადგან ევროპის ცენტრალურმა ბანკმა კრიზისის დასრულებამდე ფინანსური მხარდაჭერის გაზრდაზე უარი განაცხადა.

ევროზონა კი ალექსის ციპრასის მიერ რეფორმების გეგმის შემუშავებას დღეს ელოდება, რომელიც ევროკავშირის გაფართოებულ საგანგებო სხდომაზე კვირას უნდა წარადგინოს. ბრიუსელიდან ათენში დაბრუნებულმა საბერძნეთის პრემიერმა პირველი ანგარიში ქვეყნის პრეზიდენტს ჩააბარა

„ჩვენ უახლოეს ხანებში წარვადგენთ დეტალურ შეთავაზებას, სადაც სანდო რეფორმების გეგმა იქნება გაწერილი. ეს დაგვეხმარება კომპრომისის მიღწევაში. გარდა ამ რეფორმებისა, ასევე აუცილებელია, საკმარისი რაოდენობის დაფინანსების მისაღებად მკაფიო მხარდაჭერა, რათა კრიზისიდან გამოსვლა შევძლოთ. სწორედ ეს არის ჩვენი გეგმა და მიზანი, რაშიც იმედია ბერძენი ხალხი მხარს დაგვიჭერს,“-განაცხადა ალექსის ციპრასმა. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები