ქობულეთში უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა. ძლიერმა წვიმამ სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში, საცხოვრებელ სახლებთან, საავტომობილო გზებზე მიწის მასის ჩამოწოლა გამოიწვია.
ზოგიერთ ადგილზე გადაადგილება შეფერხებულია. ძლიერი ქარი იყო ქალაქის ტერიტორიაზე.
არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად რამდენიმე სახლს სახურავი დაუზიანდა.
ქარბორბალამ ელექტროსადენები დააზიანა, წაქცეულია ხეები.
უწყებაში დღეს სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით სულ 40-მდე შეტყობინება შევიდა. შეტყობინებები შეეხებოდა წყალმოვარდნის, მეწყრული პროცესების და ქარბორბალას შედეგად სახლების დაზიანების შემთხვევებს.