09 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
ნეაპოლის სასამართლომ სილვიო ბერლუსკონის 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

იტალიის ექსპრემიერის მორიგი განაჩენი. ნეაპოლის სასამართლომ სილვიო ბერლუსკონის 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის დამნაშავედ სცნეს 2006 წელს, იტალიის მაშინდელი მთავრობის დამხობის მიზნით, სენატორის მოსყიდვაში.

მოსამართლის გადაწყვეტილების თანახმად, სილვიო ბერლუკოსნის 5 წლის ვადით სახელმწიფო სამსახურში მუშაობაც აეკრძალა. თავად იტალიის ყოფილი პრემიერი ბრალდებას უარყოფს. სავარაუდოდ ის სასჯელსაც არ მოიხდის, რადგან, იტალიის კანონმდებლობით, ასაკოვანი ადამიანები ციხეში მხოლოდ მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში გადაჰყავთ.

 
დღის ამბები