20 ნოემბერი 2024,   05:12
ვრცლად
კლინიკებში პაციენტების რაოდენობა კვლავ მაღალია, პარალელურად საველე ჰოსპიტალში 90-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს

კლინიკებში პაციენტების რაოდენობა კვლავ მაღალია - ქავთარაძის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორის მერაბ ქავთარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სტაციონარში 91 კოვიდპაციენტი მკურნალობს. 

ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამბობენ, რომ ადგილზე დამატებით 200-მდე საწოლია მობილიზებული.

"ამ წუთში ვაგრძელებთ მიღებას, 200-მდე საწოლი მობილიზებულია. დღეს დილით სტაციონარში მკურნალობას აგრძელებს 91 პაციენტი. მორიგეობის განმავლობაში განხორციელდა ორი რეფერალი პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გაუარესების გამო და ბინაზე გაეწერა 1 პაციენტი. დღევანდელ დღეს იგეგმება გაწერებიც, ამ წუთში რეფერალი შეთანხმებული არ გვაქვს," - განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

დღის ამბები