"ქართულმა ოცნებამ" რაჭაში მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მმართველი გუნდიდან ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი სერგო ხიდაშელი იქნება.
"ჩვენს მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ ბევრი პროექტია განსახორციელებელი, რისთვისაც მე და ჩემი გუნდი მთელი შემართებით ვემზადებით. ჩვენ ზუსტად ვიცით, სად რა არის გასაკეთებელი და ამ გამოწვევებთან გამკლავების რესურსი, რა თქმა უნდა გვაქვს. თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი განვითარების სასარგებლოდ," - განაცხადა სერგო ხიდაშელმა.