09 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
სრებრენიცის სისხლისღვრა გაერომ გენოციდად ვერ აღიარა

სრებრენიცის სისხლისღვრა გაერომ გენოციდად ვერ აღიარა. უშიშროების საბჭომ შესაბამისი რეზოლუციის მიღება ვერ შეძლო, რადგან რუსეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა. წესების თანახმად, დოკუმენტს დასამტკიცებლად უშიშროების საბჭოს ყველა წევრის თანხმობა ესაჭიროება. ხმა რეზოლუციის სასარგებლოდ 10-მა წევრმა მისცა, 4-მა კი თავი შეიკავა.

20 წლის წინ ბოსნიის ომის დროს ბოსნიელმა–სერბებმა სრებრენიცაში 8 ათასი მუსლიმანი მოკლეს. მათ შორის ბავშვებიც. გაეროში რუსეთის ელჩის ვიტალი ჩურკინის განცხადებით, რეზოლუციის ტექსტი პოლიტიკურად მოტივირებულია და ვეტოს უფლებაც ამიტომ გამოიყენა.

დღის ამბები