09 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
რომის პაპმა კოკას ფოთლებისგან დამზადებული ჩაი დააგემოვნა

რომის პაპმა ლათინური ამერიკის ქვეყნებში ტურნეს ფარგლებში კოკას ფოთლებისგან დამზადებული ჩაი დააგემოვნა. კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ნაყენი თვითმფრინავში მიირთვა, როდესაც ეკვადორიდან ბოლივიაში მიემგზავრებოდა.

გავრცელებული ცნობით, კოკას ფოთლებისგან და გვირილის ყვავილებისგან ჩაი პაპს იმის გამო მოუმზადეს, რომ მას მაღალ სიმაღლეზე ხანგრძლივი ფრენის გამო თავი შეუძლოდ არ ეგრძნო. ტურნეს ფარგლებში ბოლივიის შემდეგ პაპი ფრანცისკე პარაგვაის ესტუმრება.

დღის ამბები