ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდვითარების კუთხით ტენდენცია არის საკმაოდ პოზიტიური.
შესაბამისად, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ შესაძლებელია საუბარი სატრანსპორტო საშუალებების აღდგენაზე, ასევე იმ ადგილებში, სადაც დადებითობის მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, შესაძლოა სასწავლო პროცესი სასკოლო აუდიტორიებში განახლდეს.
"ჯერჯერობით ტენდენცია არის საკმაოდ პოზიტიური და პროგნოზულად მე ვფიქრობ, რომ იმედის მომცემია სიტუაცია იმისთვის, რომ გარკვეულწილად ვისაუბროთ როგორც სატრანსპორტო საშუალებების აღდგენაზე, ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმ დაბებში, ქალაქებში და სოფლებში, სადაც დადებითობის მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, მალევე აღდგეს სკოლებში ადგილებზე სწავლება.
გასული 1 თვე ჩვენთვის იყო უდიდესი სასიცოცხლო რისკი ეპიდემიის მართვის კუთხით," - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.