ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის უწყება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას მხარს უჭერს.
"ჩვენ, სავარაუდოდ, მხარს დავუჭერთ სატრანსპორტო გახსნებს, რათა ეფექტურად შეძლონ მოქალაქეებმა გადაადგილება სწავლის დაწყების პროცესში. ხვალ ჩვენ მოვისმენთ შრომითი ინსპექციის მხრიდან ეფექტურ ღინისძიებებს, რაც შეიძლება გატარდეს ტრანსპორტში, რათა არ მოხდეს იქ გაზრდილი მობილობის შედეგად ინფექციის გავრცელება და არ დავუბრუნდეთ იმ ნიშნულს, რომელზეც ვიყავით,"- აღნიშნა "დღის კურიერში" ეკატერინე ტიკარაძემ.