"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლაშა ფარულავას თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დემოკრატიის, ქართული სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად დაბრუნდა.
მისივე თქმით, ქვეყანაში დასაბრუნებლად, სააკაშვილმა ის ფორმა გამოიყენა, რომლითაც შეეძლო საქართველოში "შემოღწევა".
"მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის, ქართული სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად დაბრუნდა. დაბრუნდა იმ ფორმით, რითაც შეიძლებოდა ამ ქვეყანაში შემოღწევა. თუ ვინმეს ამ ქვეყანაში აქვს ბოდიში მოსახდელი, ეს არის "ქართული ოცნება", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
რევოლუციების და დესტაბილიზაციის მცდელობები, გარე ძალების გეგმა და ქვეყნის ომში ჩართვის სურვილი, - ოპოზიციის, ენჯეოების და ფსევდოლიბერალი აქტივისტების ქმედებებზე კიდევ ერთ წერილს ავრცელებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე. ლევან მაჭავარიანი დეტალურად მიმოიხილავს ბოლო წლების ქრონოლოგიას და წერს, რომ მოვლენები რუსეთ-უკრაინის ომამდე ერთი წლით ადრე გამწვავდა. მაჭავარიანის თქმით, გარე ძალებს უკვე ჰქონდათ ინფორმაცია მოსალოდნელი ომის შესახებ, სურდათ მეორე ფრონტის გახსნა, ამისთვის კი ხელისუფლების შეცვლა.
დეპუტატის განცხადებით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, პროცესები ხმის პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებით, ხელოვნური კრიზისითა და რადიკალიზაციით გაგრძელდა, რასაც გიორგი გახარიას გადადგომა და მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოპარვა მოჰყვა.
დეპუტატი იხსენებს კამპანიებს კანდიდატის სტატუსისა და და "გამჭვირვალობის კანონის" გარშემო, "აკერმანისა" და "კანვასის" ტრენინგებს, 2024 წლის დეკემბრის აქციებსა და პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობას. მაჭავარიანი წერს, რომ დესტაბილიზაციის ყველა გეგმა ჩავარდა, სახელმწიფო ინსტიტუტები მტკიცედ დგას, ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს კი ბოდიში აქვთ მოსახდელი.