09 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
გადაუღებელმა წვიმებმა აშშ-ში მასშტაბური წყალდიდობები გამოიწვია

უკვე რამდენიმე კვირაა უამინდობა გრძელდება შეერთებულ შტატებში. გადაუღებელმა წვიმებმა ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში მასშტაბური წყალდიდობები გამოიწვია. ყველაზე მეტად დაზარალებულია ნევადის შტატი, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ დუგლასის ოლქში საგანგებო მდგომარეობაც გამოაცხადა.

სტიქიის ზონაში დატბორილია საცხოვრებელი სახლები და მაგისტრალები. ზოგიერთ რაიონში წყლის დონემ იმდენად სწრაფად მოიმატა, რომ ქუჩებში ავტომობილები დაფარა.

დღის ამბები