09 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
იტალიის ჩრდილოეთ სანაპიროს ძლიერმა ტორნადომ გადაუარა

იტალიის ჩრდილოეთ სანაპიროს ძლიერმა ტორნადომ გადაუარა. ბოლო მონაცემით, დაიღუპა 1 და დაშავდა 30 ადამიანი. ქარბორბალამ ყველაზე მეტად ვენეციის რეგიონში ქალაქები მირა და კარნია დააზარალა. დაზიანდა ათობით შენობა.

ძლიერმა ქარმა ძირფესვიანად მოგლიჯა ხეებიც. ტორნადომ ერთი მანქანა გაიტაცა, რომელშიც მძღოლი იმყოფებოდა. ის მოგვიანებით გარდაცვლილი იპოვეს. სტიქიის ამსახველი კადრები ადგილობრივებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს.

მოსახლეობა პანიკამ მოიცვა, რადგან ამერიკელებისგან განსხვავებით, იტალიელებისთვის ტორნადოები უჩვეულოა.

 
დღის ამბები