08 სექტემბერი 2026,   14:54
ვრცლად
5 ივლისის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაკავებულების წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

5 ივლისის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაკავებულების წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

"თბილისი პრაიდის" ოფისზე ჯგუფურად, შეუწყნარებლობის მოტივით თავდასხმის, უკანონოდ შეჭრისა და "თბილისი პრაიდის" კუთვნილი ინვენტარის დაზიანებისა და განადგურების ფაქტზე სამი პირია დაკავებული.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დაუშვებლობაზე და სასამართლო განხილვისთვის საქმის გადაცემაზე იმსჯელებენ.

ბრალდებულთა ადვოკატების განმარტებით, ის ბრალდება, რაც მათ დაცვის ქვეშ მყოფებს აქვს, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლა.

დღის ამბები