ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტმა თავდაცვის ავტორიზაციის ეროვნული აქტის კანონპროექტი დაამტკიცა. დოკუმენტი 2022 წლისთვის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს.
კანონპროექტში ხაზგასმულია ქართველი სამხედროების მიერ ერაყსა და ავღანეთში ამერიკელ სამხედროებთან ერთად შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.
კომიტეტი ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის როლს და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
კონგრესი მოუწოდებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, განაგრძოს საქართველოს დახმარება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მდგრადობის ამაღლებისა და შეკავების გასაძლიერებლად, მათ შორის, ლეტალური და არა/ლეტალური შესაძლებლობებით.