16 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის განხილვა დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის განხილვა დასრულდა. დღეს ბრალდების მხარის 1 მოწმე დაიკითხა, რომელიც ტელეკომპანიის მოქმედი მთავარი ბუღალტერია.

პროკურორის თქმით, მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ 2015 წელს ტელეკომპანიის შემოსავალი რამდენიმე მილიონით შემცირდა, რაც ემთხვევა გაფლანგულ ქონებრივ უფლებას. დაცვის მხარე კი მოწმის ჩვენებას უსაფუძვლოს უწოდებს.

შეგახსნებთ, რომ ნიკა გვარამიას ბრალი "რუსთავი 2-ის" კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედება.

"მას წარდგენილი აქვს ბრალდება ერთადერთი მიზეზით, რომ ხელისუფლებას სურდა ჩაეხშო კრიტიკული მედიასაშუალება და არ დაეშვა მთავარი არხის ეთერში გასვლა და მაუწყებლობის გაგრძელება, რაც არ გამოუვიდა და არც გამოუვა მომავალში," - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დღის ამბები